დაგვიკავშირდით: 995 599 73 25 25 ;  995 599 37 00 55

სვანეთი

ანტიკური ლეგენდები და ალპური მდელოები - სვანეთი მთის სამოთხეა

თბილისიდან 456 კმ-ს დაშორებით და ზღვის დონიდან 1,500 მეტრზე - სვანეთის

მთები გელოდებათ ალპური მდელოებით გაჯერებული ლანდშაფტით, დათოვლილი

მწვერვალებით, სწრაფი მდინარეებით და ძველთაძველი ლეგენდებით, რომლებიც

თქვენ თვალწინ ცოცხლდება.

ზემო სვანეთის კავკასიური რეგიონი, რომელიც იზოლირების მეშვეობით

შემონარჩუნდა და იუნესკოს სიაში შევიდა, შუა საუკუნეების ტიპის სოფლების და

კოშკების უნიკალური მაგალითია. სოფელი ჩაჯაში დღემდე 200-ზე მეტ უცნაურ

სახლს ინარჩუნებს, რომელიც გამოიყენებოდა არამარტო საცხოვრისად, არამედ

დამპყრობლებისგან თავდასაცავ პოსტებად.

სვანეთის მთები, განსაკუთრებით ზამთარში, ნამდვილი გამოწვევაა

ჰაიკერებისათვის. თუმცა რამდენიმე ქართული მწვერვალის დალაშქვრის შემდგომ

თავს მეფედ იგრძნობთ.

ამ რეგიონს ყველა საჭირო პირობა აქვს ზამთრის გართობისათვის, არამხოლოდ

მრავალფეროვნების გამო, არამედ მისი ისტორიული შარმისა და მშვენიერების გამო.

საქართველოს სტუმრების 60%-ზე მეტი ამბობენ, რომ სურთ მოინახულონ სვანეთი.

ახალი სათხილამურო კურორტი - თეთნულდი შარშან გაიხსნა და ის ყველაზე დიდი

სათხილამურო კურორტია სვანეთის რეგიონში. ქვეყნის მასშტაბით ის მეორე

ადგილზეა გუდაურის ყველაზე პოპულარული კურორტის შემდეგ.

ოთახების დაჯავშვნა

გამოგვიგზავნეთ წერილი თქვენთვის სასურველი ნომრის, ჩამოსვლის თარიღის და დღეების რაოდენობის მითითებით, ჩვენ უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით.

ასევე, მოგვძებნეთ Facebook-ზე ან Booking.com-ზე, გთხოვთ იხილოთ ლინკები:

https://www.facebook.com/tetnuldihotel/

 

http://www.booking.com/hotel/ge/hotel-tetnuldi-mestia

 

სპეც შემოთავაზება